"დღეს ქუთაისის საოპერო თეატრის მუსიკოსებთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ როგორც კი ჩვენი მისვლის შესახებ გახდა ცნობილი, მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა და თეატრი დაკეტეს"
საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, ქუთაისის თეატრში მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა.
როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურდა თეატრის მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნო, თუმცა დაგეგმილი რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.
"ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნო საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით", - წერს ბურჭულაძე "ფეისბუკის" გვერდზე.