"ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი "დაბრიდეს"… იმას კი არ ვამბობ, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ-მეთქი, უბრალოდ..." - კვირის პალიტრა

"ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი "დაბრიდეს"… იმას კი არ ვამბობ, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ-მეთქი, უბრალოდ..."

ზურა ყიფშიძე "მაესტროზე", გია გაჩეჩილაძის გადაცემას "უცნობის კიდობანში" სტუმრობდა. წამყვანის შეთავაზებაზე, რომ კერპთაყვანისმცემლობაზე ესაუბრათ, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, მსახიობმა შემდეგი განაცხადა:

"დიდი ბოდიში, შეიძლება ექიმი არ ვარ და ფსიქიატრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ავადმყოფობასთან. ეს ავადმყოფობა მკურნალობასაც არ ექვემდებარება. ნამდვილად ვერ არის კარგად, იყო ყოველ შემთხვევაში... ახლა არ ვიცი, შეიძლება გამოასწორეს და გამოკეთდა. ხალხნო, დიდი ბოდიში, მაგრამ გავიხსენოთ, დასაწყისი იყო ის, რომ მოკლეს პრემიერ-მინისტრი და თან დაიწვნენ, ისე უნიჭოდ მოკლეს. ამანაც ისე ჩაიარა. აქედან იწყება. იქამდე ყველა.. რას ქვია, ოთხი ენა იცის, გადასარევი ბიჭია, პროკურატურის ისტორიები იყო, არაჩვეულებრივად მოიქცა. ჰოლანდიელი ცოლი, ახალგაზრდა გვინდა, გვეშველა… ასე დაიწყო. როგორც დაიწყო და მერე როგორც გაგრძელდა ვნახეთ, ასე მოჭრას ტოტი ადამიანმა, რომელზეც ზის, არ ვიცი. გვეშინოდა და ახლაც გვეშინია…

ბევრი ჩუმად არის. მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე... ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი "დაბრიდეს"… მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა? როცა არაფერი აღარაფრად მიღირს, რჩება ჩემი ისტორია და მე ვეწირები რაღაცებს… ბეწვზეა გადარჩენილი და რა უნდა მაგას. იმაზე როგორ არ იფიქრებდა, - ვიღაც გამწარებული კაცი მოვა, ასე შეეწირება და მეც გამწირავსო..."

წყარო