"რა დამავიწყებს იმ ღამეს, როცა ლეიბი გაშლილ გაზეთებზე დავაგე... ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა" - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული
წლების წინ საქართველოს ინტელექტუალური ტლეშოუების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ადამიანმა მაქსიმალური თანხა მოიგო და ეს იყო 20.000. მისი მფლობელი ქალბატონი საქართველოში მასობრივად სწორედ მაშინ გაიცნეს. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ის პედაგოგი და სამაჩაბლოდან დევნილი გახლდათ... თუმცა ქალბატონ მანანას მაშინ მისი ცხოვრების იმ რთულ ეპიზოდებზე, რაც თავის მშობლიურ სოფელში გადაიტანა, იმ პერიოდში არასდროს უსაუბრია. დღეს კი, ამ გადასახედიდან, როდესაც 30 წლის წინანდელ უმძიმეს ამბებს იხსენებს, ამბობს, რომ ის ყველაფერი ერთი სრულმეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარია და მასზე კარგი რეჟისორი ფილმსაც გადაიღებდა.
1990 წლამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო... თავის სოფელში, საყვარელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ასწავლიდა სკოლაში, უვლიდა კარმიდამოს, სახლს, მეურნეობას...
მანანა მაისურაძე:
- 30 წელი გავიდა, კინაღამ ნახევარი სიცოცხლე, რაც ჩვენი სამკვიდრო დაგვატოვებინეს და ლტოლვილებად გვაქციეს. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით სამხრეთ ოსეთად წოდებულ შიდა ქართლში, ძირძველ ქართულ მიწაზე, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში. მე და ჩემი მეუღლე პედაგოგებად ადგილობრივ სკოლაში ვმუშაობდით, ვზრდიდით ორ შვილს, გვქონდა მეურნეობა. არავის ხელში შემყურეები არ ვიყავით. მაგრამ, როგორც ძალიან ბევრ ზღაპარშია, დატრიალდა უბედურება და შემდეგ, მართლაც, ზღაპარივით წაეწყო ერთმანეთს უბედურება და ძნელბედობა. ჯერ სახლ-კარი დაგვიწვეს, შემდეგ ლტოლვილებად ვიქეცით და დავინახეთ, რომ აღარავინ ვიყავით.
არა, როგორ არ ვიყავით, მაგრამ იცით, ვინ? მაწანწალა, უსახლკარო, უსტატუსო, რომელსაც ბინის შეძენის უფლებასაც კი არ აძლევდნენ (აქ რომ შეიძინონ, მერე თავის სოფელში აღარ დაბრუნდებიანო). გადავდიოდით ნათესავიდან ნათესავთან, სანამ აგარაში ნათესავმა გოგია მინაძემ ბინა არ დაგვითმო. კარგად მახსოვს, მუყაოს ყუთებში გვეწყო ტანსაცმელი, თეთრეული - მაგიდაზე. რა დამავიწყებს იმ ღამეს, როცა ლეიბი გაშლილ გაზეთებზე დავაგე. აბა, რა ვიცოდი? არასოდეს არ მძინებია გაზეთებზე. მთელი ღამე საშინლად ჭრაჭუნობდა საწოლი.
- რატომ მაინცადამაინც აგარაში და არა, ვთქვათ, თბილისში? მაშინ დევნილების უმეტესობა დედაქალაქისკენ მოდიოდა.
- აგარა ჩვენი სოფლიდან 15 კმ-ით იყო დაშორებული. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, სამ თვეში დაბრუნდებითო, შეურაცხყოფად მივიღებდით. რატომღაც გვეგონა, რომ ორ კვირაში ყველაფერი ჩაწყნარდებოდა... ხშირად წამოუძახებიათ, რას გამორბოდით, ვერ დაეტიეთ თქვენს ადგილზეო? აბა, ის გადახდენოდათ, რაც მე გადამხდა და ვნახავდი, როგორ დაეტეოდნენ... წამოსვლამდე, ავად თუ კარგად, ვცხოვრობდით სოფელში, მხოლოდ ბავშვები გავიყვანეთ. ერთ ღამეს კი ოსი ბოევიკები თავს დაგვესხნენ და მძევლები აიყვანეს, მათ შორის, მეც (გადასაცვლელად ვჭირდებოდით). იხილეთ სრულად