"ფანატიზმი არ მომწონს, კერპთაყვანისმცემლებს ვამსგავსებ ასეთ ადამიანებს... არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ"
მომღერალი ნინი ქარსელაძე ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, იმედის თვალით უყურებს ყველაფერს და არასდროს არ კარგავს ოპტიმიზმს.
გთავაზობთ ამონარიდებს, რომლებიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:
"ჩემი აზრით, სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ, რაც უნდა მწარე და მტკივნეული იყოს, თუნდაც ახლობელს ეხებოდეს საქმე. დედაც რომ იყოს, მაინც ყოველთვის სიმართლეს ვარჩევ. თუ ვთვლი, რომ ხათუნა რამეში მართალი არ არის, ყოველთვის ვკამათობთ და ვეუბნები, რაც სწორად მიმაჩნია.
იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლებში შემემთხვა, - დედას ჯანმრთელობას ვგულისხმობ, - მშვენიერია, როდესაც ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად გყავს.
ფანატიზმი არ მომწონს, კერპთაყვანისმცემლებს ვამსგავსებ ასეთ ადამიანებს, თუმცა მეც არანაკლები სიყვარული ვიცი იმ ადამიანების, ვისაც ჩემიანად ვთვლი და მათ გამო ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. გარდა ამისა, არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ
ნინო ჯავახიშვილი