ლიბერთის ახალი გუნდი, ახალ უნიკალურ პროდუქტებთან ერთად, ყველა ასაკის მომხმარებელს მარტივ, გასაგებ და ხელმისაწვდომ მომსახურებას შესთავაზებს - კვირის პალიტრა

ლიბერთის ახალი გუნდი, ახალ უნიკალურ პროდუქტებთან ერთად, ყველა ასაკის მომხმარებელს მარტივ, გასაგებ და ხელმისაწვდომ მომსახურებას შესთავაზებს

"ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში ლიბერთის გუნდი მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს ნოემბრიდან შესთავაზებს.

ლიბერთის ახალი მენეჯმენტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთია ახალი, უნიკალური საკრედიტო ბარათების სერია, რომლის ანალოგიც არამხოლოდ საქართველოში, რეგიონში არ არის.

ამასთან ერთად, ლიბერთის გუნდის წევრები მომხმარებელს მუდმივად გაუზიარებენ სიახლეებს, ინოვაციურ ხედვებს და ბანკის ახალი სტრატეგიის შესაბამისად მათ მარტივ, გასაგებ და ხელმისაწვდომ მომსახურებას შესთავაზებენ.

ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი დაფარვის ქსელი აქვს, მომხმარებლების მომსახურების კუთხით, ციფრულ მიმართულებასაც აქტიურად ავითარებს.

ლიბერთის ახალი გუნდი მუდმივად ფიქრობს როგორც უფროს, ასევე მომავალ თაობაზე.

ახალი ლიბერთი იქნება მომხმარებელზე მორგებული ბანკი ყველა ასაკის ადამიანისთვის.

ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორი:

ლიბერთის გუნდის ახალი ხედვა გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მომხმარებელს გავუმარტივოთ ცხოვრება, საბანკო მომსახურებები და ორიენტირებულები ვიყოთ მთლიანად მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ვაპირებთ, მომხმარებელს შევთავაზოთ არა ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, არამედ დავაიდენტიფიციროთ, რა სჭირდებათ მათ, რა საკითხის მოგვარება სურთ, რა აწუხებთ და მხოლოდ ამის შემდეგ, პერსონალურად მივუდგებით თითოეულ სეგმენტს, თითოეულ ჯგუფს და თითოეულ ადამიანს. ლიბერთი მზადაა გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და ყველა საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის.

სწორედ ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია: მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები, უმაღლესი დონის მომსახურება, სეგმენტური შეთავაზებები ცალკეულ მომხმარებელთა ჯგუფებისადმი.

ანი ჯიბლაძე, ლიბერთის საცალო სეგმენტის და პროდუქტების დეპარტამენტის უფროსი:

ლიბერთის ნებისმიერი პროდუქტი თუ მომსახურება იქნება მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული. ახალი პროდუქტის შექმნის გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების მოსმენის და მათი პრიორიტეტების მიხედვით მივიღებთ. ლიბერთის ახალი გუნდის წარმატების მიღწევაც მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ახალი ლიბერთის მთავარი სიახლე არის ახლებური ხედვა. ჩვენ ყველაზე მეტად ადამიანებთან გაზიარებული, ერთობლივი წარმატების გვჯერა. ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების გამარტივება ცხოვრების წესია და ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია, ახალი ლიბერთის ნებისმიერი ახალი პროდუქტის თუ სერვისის შექმნისას ვუპასუხოთ შეკითხვას: რით ვაუმჯობესებთ ამ ადამიანების, მათი ოჯახისა თუ ბიზნესის ცხოვრებას.

ლიბერთის ახალი გუნდი მზადაა შექმნას ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს, დროის გარდა, ფინანსების დაზოგვაშიც შეუწყობს ხელს.

ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორი:

ლიბერთი, რომელიც ფინანსურ სექტორში სიდიდით მესამე სისტემური ბანკია, მილიონ 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ლიბერთის მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს და უფროსი თაობის მომხმარებელს ემსახურება. შესაბამისად, ლიბერთის გუნდისთვის ჩვენი უფროსი თაობის მომსახურება, პირველ რიგში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. უფროსი ასაკის მომხმარებლები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ღირებული და პატივსაცემი ხალხია. მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ ბანკისგან. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავნერგეთ ლოიალობის საკმაოდ ბევრი პროგრამა, მათ შორის არის ფასდაკლებების პროგრამა - რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან ქსელურ ობიექტში, მათ შორის სააფთიაქო ქსელში, სამედიცინო მომსახურების მიმართულებით ჩვენი უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის მოქმედებს საუკეთესო ფასი ლიბერთის პლასტიკური ბარათებით გადახდისას.

ანი ჯიბლაძე, ლიბერთის საცალო სეგმენტის და პროდუქტების დეპარტამენტის უფროსი:

ჩვენ, ლიბერთის ახალი გუნდის წევრები, რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. დავაანონსეთ ახალი, უნიკალური საკრედიტო ბარათების სერია, რომლის ანალოგიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონშიც არ არის. ამ პროდუქტს სულ მალე წარვუდგენთ მომხმარებელს. მომავალი წლიდან კი უკვე დაიწყება არსებული პროდუქტების რედიზაინი და ახალი გამარტივებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება. განახლებული პროდუქტების და სიახლეების წარდგენა მთელი 2022 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

(R)