"მიხეილ სააკაშვილს უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს"

რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მივიდა.

როგორც მეუფე გრიგოლმა ციხეში სააკაშვილთან შესვლამდე აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტთან წმინდა წერილი მიაქვს, რადგან იზოლირებულ ადამიანს სჭირდება.

"რა მიზნით შეიძლება სასულიერო პირი მივიდეს პატიმართან? ეს კანონით ნებადართული საკითხია, ვალდებულებაც და უფლებაც. წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, სააკაშვილს პატრიარქის დანაბარები ხომ არ უნდა გადასცეს, მეუფე გრიგოლი ასე პასუხობს: "უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს".