"გადაეცით ეს მიკროფონი ემა გოგოხიას, როგორც თქვენი დამარცხების სიმბოლო" -კულტურის მინისტრმა "მთავარ არხს" მიკროფონი დაუბრუნა
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მთავარ არხს" მიკროფონი დაუბრუნა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას წულუკიანმა პარკიდან მიკროფონი ამოიღო და "თავარი არხის" ჟურნალისტს გადასცა.
"მეორეც მაქვს და ეს უნდა დაგიბრუნოთ. სად არის ემა? ემას ჩემთან მოსასვლელი პირი არ აქვს. ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა და შეწყვიტეთ "იფსოსთან" კავშირი. რატომ? იმიტომ, რომ ხართ მატყუარები." - აღნიშნა წულუკიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუა არ ის "მთავარ არხს" ბოდიში მოუხადოს, კულტურის მინისტრმა ასე უპასუხა:
" ბოდიში თქვენ მოუხადეთ საზოგადოებას ტყუილებისთვის" - თქვა წულუკიანმა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა "მთავარი არხის" კორესპონდენტს სამეგრელოში, ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს წაართვა, სენაკში, ფონდ "ქართუს" მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე. ამ ფაქტის გამო "მთავარმა არხმა" პროკურატურას მიმართა.