ბილ გეითსის ემოციური ფოტო ქალიშვილის ქორწილიდან - რას წერს ჯენიფერ გეითსი მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

ბილ გეითსის ემოციური ფოტო ქალიშვილის ქორწილიდან - რას წერს ჯენიფერ გეითსი მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელ ბილ გეითსს 28 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა. მილიარდერი 66 წლის გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მისმა შვილმა, ჯენიფერ გეითსმა, რომელიც ახლახანს დაქორწინდა, "ინსტაგრამზე" მამასთან ერთად ქორწილში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"მადლიერი ვარ, რომ ვისწავლე შენგან უსასრულო ცნობისმოყვარეობა, მუდმივი ძიება და ადამიანების დახმარების სურვილი. მადლობა მხარდაჭერისთვის, ამ საოცნებო დღეს ჩემთან ერთად ყოფნისთვის. ეს მოგონებები მთელი ცხოვრება გამყვება."- წერს ჯენიფერი.

ჯენის ბილმა პოსტზე კომენტარით უპასუხა - "მადლობა ჯენ დაბადების დღის სურვილებისთვის. ბედნიერებაა შენი მამობა", - წერს ბილ გეითსი.

ცნობისთვის ბილ გეითსის ქალიშვილი, 25 წლის ჯენიფერი ნაიელ ნასარზე 16 ოქტომბერს დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია გეითსების 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ვესტჩესტერის ფერმაში შედგა.

პატარძალს ვერა ვანგის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი თეთრი კაბა ეცვა, რომლის ზედა ნაწილიც მაქმანებით იყო გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ მან ქორწილში რამდენიმე კაბა მოირგო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები