სუსი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს - კვირის პალიტრა

სუსი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

სახელმწიფო უსართხოების დეპარატამენტი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებეს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპრებისათვის ხელის შეშლის მიზნით.

როგორც ბრიფინზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების, სხვადასხვა საშუალებებით ბლოკირებას.

„მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტუქციული მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს“, - აღნიშნავენ სუსში.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურატმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონდებლობის შესაბამისად სასამართლოში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესირიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპტრტმანეტი.

უწყება განცხადებას თან ურთავს აუდიო მტკიცებულების ნაწილს, რომელიც, მათი თქმით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. უწყების ცნობით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჩანაწერი ორსაათიანია და თან დართუილი აქვს სისხლის სამაართლის საქმეს.

"ინტერპრესნიუსი"