"ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ" - რას აცხადებს რადას დეპუტატი?
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ. თქვენ მას მალე იხილავთ, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.
"ჩვენ რამდენიმე დღეა ვგეგმავდით შესვლას და ძალიან კარგია, რომ შეხვედრა საბოლოოდ შედგა. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მას ძალიან ცოტა ძალა შერჩა. ამასთან მას აქვს შინაგანი ძალა, რაც მას ბრძოლის გაგრძელების საშუალებას აძლევს.
ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რა ელოდება მას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას არ აძლევენ ტელეფონით საუბრის უფლებას, რაც მას წესით უნდა ჰქონდეს. ციხეში პატიმრებისთვის ტელეფონით საუბარი შეიძლება, მისთვის კი არა. ციხეში პატიმრებს სეირნობის უფლება აქვთ, მას კი არა.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ის ვნახეთ. ვნახეთ, არის ის, რომ ყველაფერი ცუდადაა. მას სჭირდება ზედამხედველობა და ნორმალურ საავადმყოფოში ყოფნა. ის რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს უკრაინაში.
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ. თქვენ მას მალე იხილავთ", - აღნიშნავს ალექსანდრ კოვალჩუკი.
"ინტერპრესნიუსი"