აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენებაზე ავტორიზაცია გასცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერი/ბიონტექის" ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაწყებამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა უნდა გასცეს რეკომენდაცია, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება. ცენტრი ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც გეგმას საკონსულტაციო საბჭო განიხილავს, რომელიც მომავალი კვირის სამშაბათს შეიკრიბება.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 12 და უფროსი ასაკის პირებში დასაშვები დოზა, რომელიც 30 მიკროგრამს შეადგენს.
მარეგულირებელმა პარასკევს განაცხადა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების ცნობილი და პოტენციური რისკებს აღემატება.
კომპანიების, "ფაიზერისა" და "ბიონტექის" მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90.7 პროცენტით ეფექტურია.
აშშ-ში აღნიშნული ასაკის 28 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს.
"ინტერპრესნიუსი"