"გორბის" ეგზიტპოლი: კახა კალაძე - 57,2%, ნიკა მელია - 42.8%
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:
ბათუმი - "ქართული ოცნება", არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, "ნაციონალური მოძრაობა", გიორგი კირთაძე 49,2% ;
ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი - 51,9%, ხატია დეკანოიძე 48,1%
რუსთავი - ნინო ლაცაბიძე - 53,8%, დავით კირკიტაძე 46,2%