ტელეკომპანია "მთავარის" ეგზიტპოლი: ნიკა მელია - 51%, კახა კალაძე - 49% - კვირის პალიტრა

ტელეკომპანია "მთავარის" ეგზიტპოლი: ნიკა მელია - 51%, კახა კალაძე - 49%

ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით კომპანია "ანოვას" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას - 51%-მა.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:

რუსთავი - დავით კირკიტაძე - 53%; ნინო ლაცაბიძე - 47%;

ქუთაისი - ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი - 47%;

ზუგდიდი - ანზორ მელია - 53%; მამუკა წოწერია - 47%;

ბათუმი - გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი - 49%.

ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.