"ქართული ოცნების" კანდიდატს მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" კანდიდატს მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო"

"ქართული ოცნების" კანდიდატს მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ანზორ მელიამ თანაგუნდელებსა და მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან, იბრძოდნენ ვაჟკაცურად გამარჯვებისთვის. მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას", - განაცხადა ანზორ მელიამ.

იხილეთ ვიდეო