წალენჯიხის თემში "ოცნებამ" წააგო - როგორია ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის შედეგები? - კვირის პალიტრა

წალენჯიხის თემში "ოცნებამ" წააგო - როგორია ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის შედეგები?

თვითმმართველ თემებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის თითქმის ყველა უბანი დათვლილია. წინასწარი მონაცემები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

თელავში 55-ვე უბანის დათვლის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,899%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,101% აქვს.

ასევე დათვლილია თიანეთში 21-ვე საარჩევნო უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს - 54,826% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს - 45,174%.

ქარელშიც 40-ვე უბანია დათვლილი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.

ხაშურში 53-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.

ასეევე სრულად არის დათვლილი ცაგერში 42-ვე საარჩევნო უბანი. აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 62,873%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37,127% აქვს.

ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია ყველა - „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 693%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,307%.

წყალტუბოშიც (69 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,167%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა მეტრეველს 42,833% აქვს.

ოზურგეთში 63 უბნიდან დათვლილია 62. მონაცემები კი შემდეგნაირად გადანაწილდა - „ქართული ოცნების კანდიდატმა“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,74%-მა ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.25%-მა მისცა.

სენაკში 44 უბნიდან დათვლილია 42. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას 53,33%, ხოლო ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას - 46,66% აქვს..

მარტვილში 40 უბნიდან დათვლილია 39. „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,7% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,3%.

ხობში (33 უბანი) „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 43,22%.

ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია და აქაც„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 48,36%.

წალენჯიხაში 29 უბნიდან დათვლილია 26. აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა მმართველი გუნდის კანდიდატს უგებს. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატს გაიმარჯვების დიდი შანსი აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა - გიორგი ხარჩილავას 51.23% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,76%.

ჩხოროწყუში (28 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ - 49,11% მიიღო.

ხელვაჩაურშიც (47 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მას 55,007%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 44,993% აქვს.

"ინტერპრესნიუსი"