გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კენჭისყრაში 1 025 406 -მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და არჩევნების მეორე ტურზე მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406 -მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმება და 24- საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებდნენ საქმიანობას, იმისთვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. საარჩევნო პროცესი საკმაოდ კონკურენტული იყო, მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო - საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.
არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუდახო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - სადამკვირებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"