"უკიდურესად დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!" - კვირის პალიტრა

"უკიდურესად დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!"

პარტია სამართლიანობისთვის" ლიდერი - ეკა ბესელია არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პოლიტიკური სიხარბე და ყველაფრის ფასად კომფორტის შენარჩუნება ზუსტად ის სენია, რომლითაც მმართველი პარტია იმეორებს ყველაზე ცუდს, მანკიერს. არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მოსაზრების ადამიანებისთვის.

არაფერი ახალი, ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა! გაუსწორეთ თვალი ოცნების კანდიდატებს - მათი დიდი ნაწილი არიან წინა ხელისუფლების პორტირებული მოძალადეები.

სად ებრძვიან "ნაცმოძრაობას" - აბსოლიტური უმრავლესობა ახლა ოცნების შიგნითაა.

აი, ამას ემიჯნებოდა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი ….. და დედაქალაქიც.

ეს აჩვენა 2 ოქტომბრის შედეგებმა !

და 30 ოქტომბერს ეს ზღვარზე გასული ციფრები უფრო მეტად ამყარებს ცვლილების სურვილის ფაქტს.

უფრო მეტად აჩვენებს, რომ ამდენი უკანონობის და მოსყიდვის მიუხედავად , რამდენი ადამიანია ვისაც უნდა ცვლილება.

უკიდურესად დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!

შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას.

შეუძლებელია ასე ძალაუფლების შენარჩუნება !

წალენჯიხამ შეძლო? შეძლებენ სხვებიც" - წერს ბესელია.