"მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა მოახდენს-საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს"
საერთოდ არაფერი დასრულებულა, თავდაყირა დადგა “ოცნება“ და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოს“ წევრის სალომე სამადაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სალომე სამადაშვილის თქმით, ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე.
"დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა “ოცნება“ და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება. წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ - ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე.
მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს-საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს. მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა“,- წერს სამადაშვილი.