ოპოზიცია 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს - კვირის პალიტრა

ოპოზიცია 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს

ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. შესაბამისი განცხადება პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ოპოზიციას სჭირდება დრო ხალხის მობილიზებისთვის და აქციის დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

"ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.