"აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს"
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება.როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს.
"7-ში არ იქნება მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნამდვილად, ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი, გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ 7-ში არ იქნება, იმიტომ, რომ 7-ში არ უნდა იყოს", - განაცხადა ხოშტარიამ "ტვ პირველთან".
შეგახსენებთ, რუსთაველზე შეკრებაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.