"ლელოს" ფრაქცია პარლამენტში მუშობას გააგრძელებს" - კვირის პალიტრა

"ლელოს" ფრაქცია პარლამენტში მუშობას გააგრძელებს"

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის დატოვება მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა ფრაქციის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.

"მე მართლა მთელი გულით შევედი პარლამენტში, მინდოდა ჩემი გამოცდილება, რაც 30 წლის განმავლობაში დამიგროვდა, გამეზიარებინა ამ ხალხისთვის, მაგრამ არა თუ არ სჭირდება არავის, აგრესიით და მტრად განმიხილავენ, უბრალოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მაქვს, ვაკრიტიკებ მათ დამფუძნებელს. ეს არ არის პარლამენტი, რაღაც დირიჟორი ჰყავთ იქ და ეტყვის აწიეთ ხელი და აწევენ, დაწიეთ ხელი და დაწევენ.

ამ პარლამენტში მე არ შევსულვარ არც იმუნიტეტის გამო, არც რაღაცას რომ დავმალოდი, მით უმეტეს არც სკამის გამო, არ მჭირდება

რაც შეეხება ფრაქციას, ეს არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა შევუთანხმე ჩემს თანაგუნდელებს, სხვა ყველა რჩება და ყველა იმ ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, რომ ყველა ფრონტზე ვიყოთ ძლიერები", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.