საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების სტატისტიკა - კვირის პალიტრა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5081 პირი.

გუშინ საქართველოში 19 886 ტესტი ჩატარდა.