საფრანგეთში ქართველების ლეგალურად დასაქმება გადავადდა
საქართველოდან საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საკითხი გადავადდა.
ამის მიზეზი კი, როგორც "ბიზნესპრესნიუსს" დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, კოვიდპანდემიის გამო ქვეყნებს შორის მობილობის შეზღუდვა გახდა.
"საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ" - შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები ფრანგულ მხარესთან, საიმისოდ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობითა და ჩართულობით უფრო აქტიური გახდეს პროცესი. თუმცა, ხსენებული შეთანხმება დღესაც აძლევს საშუალებას ინდივიდუალურ, კერძო პირებს ისარგებლონ დოკუმენტში გათვალისწინებული შესაძლებლობებით.
2020 და 2021 წელი, კორონა პანდემიის გათვალისწინებით, ცხადია რომ არის წლები, როდესაც გადაადგილება/მობილობა განსაკუთრებით იყო/არის შეზღუდული. საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმება პირდაპირ არის კავშირში ზემოხსენებულ ფაქტორებთან და შესაბამისად მოახდინა გავლენა პროცესის ტემპსა და მოლოდინებზე. გაგრძელება