"ასტრაზენეკას" ვაქცინის გარკვეული დოზა აუთვისებელი დარჩა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"ასტრაზენეკას" ვაქცინის გარკვეული დოზა აუთვისებელი დარჩა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე?

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან, იმ პირებს, ვინც "ასტრაზენეკას" პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: "ფაიზერი", "სინოფარმი" ან "სინოვაკი".

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება "ასტრაზენეკას" რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 8 ოქტომბერს "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ იყო ალბათობა, აუთვისებელი "ასტრაზენეკას" 15 ათასამდე დოზა დარჩენილიყო.