თბილისში, მასაჟის ცენტრში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს - კვირის პალიტრა

თბილისში, მასაჟის ცენტრში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"