ბიუჯეტური და გამძლე – ტელეფონები, რომლებიც რამდენიმე ათეული საათი არ ჯდება - კვირის პალიტრა

ბიუჯეტური და გამძლე – ტელეფონები, რომლებიც რამდენიმე ათეული საათი არ ჯდება

სმარტფონების მფლობელების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მზარდ სტატისტიკას მოწყობილობების ფუნქციური შესაძლებლობების განვითარება და მათი ღირებულების მეტი ხელმისაწვდომობა განაპირობებს. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელ წლებში სმარტფონების მფლობელების რაოდენობა განსაკუთრებით 50+ ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა. მაგალითად, აშშ–ს მონაცემების თანახმად, 2015 წელს 50–64 წლის ასაკობრივ ჯგუფში სმარტფონის ფლობის მონაცემი 58%-ით განისაზღვრებოდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 83% გახდა. 65+ ასაკობრივ ჯგუფში 2015 წელს იგივე მონაცემი 30% იყო, 2021 წელს კი 61% გახდა. უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში სმარტფონის ფლობის მაჩვენებელი 2015 წელს უკვე მაღალი იყო და 80%–დან 90%–მდე მერყეობდა. საქართველოში ანალოგიური ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა მონაცემი საერთაშორისო სტატისტიკის მსგავსია.

სტატისტიკა გვიჩვენებს იმასაც, რომ 50+ ასაკობრივ კატეგორიაში სმარტფონის შერჩევის დროს ყურადღებას ამახვილებენ გამძლეობაზე, ღირებულებასა და სანდოობაზე. ერთ–ერთი პოპულარული ბრენდი, რომელიც თითოეულ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, „ოკიტელია“. ბრენდი საქართველოში ოფიციალურად არის წარმოდგენილი. გაგაცნობთ საინტერესო ინფორმაციას ბრენდისა და მისი რამდენიმე პოპულარული მოდელის შესახებ, რაც დაგარწმუნებთ, რომ „ოკიტელი“ მართლაც ერთ–ერთი საუკეთესოა სმარტფონების ბაზარზე.

„ოკიტელი“ არის მაღალტექნოლოგიური კომპანია სტაბილური წარმოებითა და მაღალი დონის ტექნიკური მომსახურებით. გაზრდილი გაყიდვები ადასტურებს იმას, რომ მომხმარებლებში „ოკიტელისადმი“ სიყვარული და ერთგულება სულ უფრო მეტად იზრდება. ბრენდი წლიურად 20 მილიონზე მეტ ერთეულ სმარტფონს აწარმოებს, რომლებიც წარმატებით იყიდება არა მხოლოდ აზიაში, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. კომპანიის საქმიანობის სტრატეგიის თანახმად, მოწყობილობები იქმნება უახლესი ტექნოლოგიით და იყიდება ხელმისაწვდომ ფასად, რათა მათი შეძენა ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის ადამიანმა შეძლოს. „ოკიტელის“ სმარტფონების ხაზი შეესაბამება ტექნოლოგიის უახლეს ტენდენციებს, მაგრამ მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

კომპანია საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე ელემენტებს აწარმოებდა. განვითარების შემდეგ საფეხურზე კი სმარტფონების წარმოება დაიწყო. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ დღეს ბაზარზე „ოკიტელის“ მოწყობილობებს ყველაზე გამძლე ელემენტები აქვს. კონკრეტული მოდელების ელემენტი რამდენიმე ათეული საათიც კი ძლებს დამუხტვის გარეშე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ოკიტელის“ ერთი-ერთი მისია ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაში წვლილის შეტანაა. ამ მისიიდან გამომდინარე შეიქმნა სმარტფონების C სერია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც კარგი მონაცემების მობილურის შეძენა სურთ მათთვის მისაღებ ფასად. სერიის სმარტფონების ღირებულება 280 - 500 ლარის ფარგლებშია და მათი ხარისხი ღირებულებას აღემატება კიდეც. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც მათს მონაცემებს გაგაცნობთ. C სერიიდან განსაკუთრებით პოპულარულია შემდეგი მოდელები: C25, C21 Pro და C22.

ბრენდის სმარტფონების კიდევ ერთი დიდი უპირატესობა მისი განსაკუთრებული გამძლეობაა. „ოკიტელი“ ქმნის გამძლე ჯავშან–სმარტფონების ხაზს, რომელიც ყველაზე მკაცრ მოპყრობასაც კი უძლებს. WP სერიის ყველა სმარტფონი მუშაობს წყალქვეშ 1.5 მეტრის სიღრმეზე, 30 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ტელეფონები ადაპტირებულია ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე და გააჩნიათ მტვრისგან დაცვის ფუნქცია. ისინი უძლებს ტემპერატურის ცვლილებას -55C -დან 70C -მდე. აღნიშნული ამტანობის წყალობით მობილურები იდეალურია სამრეწველო სფეროში, რთულ პირობებში მომუშავეთათვის და ექსტრემალური სპორტის მიმდევრებისთვის. მისი ერთ–ერთი ფუნქცია Push To Talk გამორჩეულად კომფორტულს ხდის ხმამაღალ გარემოში კომუნიკაციას. WP სერიის მოდელებიდან ყველაზე პოპულარულია WP5, WP7 და WP8 Pro.

თითოეული დასახელებული მონაცემის გათვალისწინებით, „ოკიტელის“ სმარტფონები მართლაც საუკეთესოა მის საფასო სეგმენტში.