"ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება" - კვირის პალიტრა

"ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება"

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება.