"და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და..." - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ? - კვირის პალიტრა

"და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და..." - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ?

"Big Uncle! როგორც არასდროს ისე ჭირდები ახლა შენ საქართველოს..." - ასე იწყება ელენე სააკაშვილის წერილი, რომელიც ციხეში მყოფ ბიძას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა. "უფროს ბიძას" ძმის შვილის თხოვნა არ გაუთვალისწინებია და შიმშილობა გააგრძელა, მაგრამ ელენე სააკაშვილით ქართული მედია დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილის ორი ძმა ჰყავს, დავითი და გიორგი, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა. გიული ალასანიასთან განქორწინების შემდეგ, ექსპრეზიდენტის მამა მეორედ სვეტლანა სააკაშვილზე დაქორწინდა.

ელენე დავითის უფროსი ქალიშვილია, მას კიდევ ორი და - ანასტასია და ნინია ჰყავს. წლების წინ, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, - განათლების იმჟამინდელი მინისტრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავითს გაყვა ცოლადო.

დავით სააკაშვილი ქალიშვილებთან

იმჟამად დავითსა და მის მეუღლეს თეა მოსიძეს ორი შვილი ჰყავდათ ელენე და ანასტასია. ზუსტად წელიწადნახევარში ტაბლოიდები წერდნენ, რომ ხატია და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ და მამაკაცი ყოფილ ცოლს შეურიგდა. მოგვიანებით დავითს კიდევ ერთი ქალიშვილი ნინია შეეძინა.

დავითის უფროსი ქალიშვილი ელენე სააკაშვილი შტატებში ცხოვრობს და ამჟამად ერთ-ერთ კვლევით ცენტრ Atlas Network-ის თანამშრომელია, სადაც კომპანიის განვითარების მენეჯერად მუშაობს. Atlas Network არის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს სხვადასხვა კვლევებს, ასევე უზრუნველყოფს გრანტებსა და ტრენინგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიბერტარიანული ჯგუფებისთვის. გაგრძელება