მეგის ქარდავა: "ეს ყოველივე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ყველა მტკიცებულება გაყალბებულია"
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის მიზეზად ქარდავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და "ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში" სამართალს ვერ იპოვის.
ქარდავას განმარტებით, ის, თავისი ძმა და მეგობრები საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ.
"არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავდა. ხოლო, ეს ყოველივე კი პოლიტიკურადაა მოტივირებული. ყველა მტკიცებულება გაყალბებულია, ჩვენებები მიღებულია შურისძიების, წამების და არადამიანური მოპყრობის საფუძველზე და აქედან გამომდინარე, ვინაიდან არანაირი ნდობა გამაჩნია იმისა, რომ აქ ჭეშმარიტება და ობიექტური განაჩენი დადგება, პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებს.
მჯერა, რომ მალე დადგება დრო, რომ ის ადამიანები ვინც ჩემი ძმის და მეგობრების პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ, წარდგებიან არა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე. ვერ დაიმალებიან ვერც პარიზში, ვერც ნიუ-იორკში", - განაცხადა ქარდავამ.
"ინტერპრესნიუსი"