ლიზა იასკო გიული ალასანიასთან ერთად პირველად გამოჩნდა - რატომ ჩავიდა უკრაინაში ექსპრეზიდენტის დედა?
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, სოციალურ ქსელში გიული ალასანიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა შეხვედრებისთვის კიევში ჩავიდა.
"ჩვენ უკვე შევხვდით უკრაინის ომბუდსმენს - ლუდმილა დენისოვას და უკრაინის იუსტიციის მინისტრს - დენის მალიუსკას. პირველ რიგში, გიული ალასანიას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იყოს და როგორც უკრაინის მოქალაქე დაბრუნდეს უკრაინაში, რადგან მას საქართველოში კლავენ. ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილი უკვე 34 დღეა შიმშილობს. დღეს უკრაინის ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. დრო იწურება. შეიძლება შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს ყოველ წამს..." - წერს იასკო.
ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი ამბობდა, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ და ერთი ოჯახია. მალე, რადას დეპუტატი საქართველოში ჩამოვიდა და მეუღლე ციხეში არაერთხელ მოინახულა.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება მისი და ლიზა თანაცხოვრების შესახებ, ექსპრეზიდენტის მშობლები ახალი რძლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
"არ ვიცი. მას არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი საყვარელი შვილიშვილი მიშასგან. ენაცვალოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობ ამ ადამიანს. არ ვარ საქმის კურსში. ცოტა გამიკვირდა კიდეც..." - ეს კომენტარი მედიასთან ექსპრეზიდენტის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა გააკეთა.