"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი ანამარია" - როგორ გამოიყურება დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის შვილი, რომელიც სამეფო ოჯახის წევრია - კვირის პალიტრა

"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი ანამარია" - როგორ გამოიყურება დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის შვილი, რომელიც სამეფო ოჯახის წევრია

"დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია" - ამ სათაურით გამოქვეყნდა Ambebi.ge-ზე სტატია 2021 წლის იანვარში.

მაშინ გიყვებოდით, რომ დავით ბაგრატიონ მუხრანელმა ირინა ბეგაშვილზე იქორწინა და წყვილი საგურამოში, დავითის ვილაში ცხოვრობდნენ. თუმცა მათი სიყვარულის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს.

მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.

ასევე წყაროს ინფორმაციით დავითს და ირინა საერთო შვილი, გოგონა ანა მარია ჰყავდათ. დავითი ქართულ მედიასთან არ თანამშრომლობს და მისი არცერთი ინტერვიუ არ დაბეჭდილა, მას შემდეგ, რაც სამეფო ქორწინება შედგა. ანასა და დავითის წყვილი მალე განქორწინდა და დავითი ირინას დაუბრუნდა.

"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი, ანამარია ბაგრატიონ მუხრან - ბატონიშვილი" - ამ სახელწოდებით ანა მარიას ფოტო დავითმა სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა.

გოგონა დაახლოებით 11 წლის არის. მას შემდეგ, რაც დავითმა ირინა საზოგადოებას გააცნო, წყვილი უცხოეთში ყველა მნიშვნელოვან მონარქიულ ღონისძიებას ერთად ესწრება. სექტემბერში წყვილი მიტროპოლიტი იოანიკიეს ინტრონიზაცასთან დაკავშირებით გამორჩეული სტუმრებისათვის გამართულ სადღესასწაულო სადილი დაესწრნენ.

ოქტომბერში კი სანქტ-პეტერბურგშირომანოვების შთამომავლის, დიდი ჰერცოგის, გიორგი რომანოვისა და იტალიელ რებეკა ბეტარინის ქორწილს დაესწრნენ, სადაც დავითი გიორგი რომანოვის მეჯვარე გახლდათ. დავით ბაგრატიონ მუხრანელი და გიორგი რომანოვი სისხლით ნათესავები არიან. გაგრძელება