"სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არ არის, ჩვეულებრივი მარიონეტია"
სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არ არის, ჩვეულებრივი მარიონეტია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "კანონი და სამართლის " თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს და მას არც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
მისი თქმით, სხვა მოლოდინი მას არც ჰქონია.
"სალომე ზურაბიშვილისგან არ ველოდი, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, რადგან ამ ქალბატონს გაკეთებული აქვს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო ომი და საქართველო ბომბავდა მძინარე ცხინვალს. მე მუდამ ვამბობდი, რომ ეს არის ტყუილი და მავნებლობა, რაც დამტკიცდა, სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არის სიცრუე და საქართველოს ომი არ დაუწყია. ასეთი განცხადების გამკეთებელი ქალბატონისგან არ ველოდი, რომ რაიმე ნაბიჯს გადადგამდა,"- განაცხადა ჩარკვიანმა.
"ინტერპრესნიუსი"