"ჩვენ ვნახეთ, რომ სააკაშვილმა არცერთი წუთით არ ისარგებლა თავისი მხარდაჭერის ემოციებით" - რას აცხადებს ელენე ხოშტარია?
იმის უნარი და რესურსი არ აქვს ხელისუფლებას, როდესაც საპირწონეა ადამიანის სიცოცხლე, დაიცვან რაღაც კლინიკა? - მაშინ გამოაცხადონ, რომ სახელმწიფო არ არსებობს და უსაფრთხოების ფუნქციას საერთოდ ვერ ასრულებს, - ასე უპასუხა "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უპასუხა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლის თანახმადაც სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზება მოხდებოდა და იქნებოდა ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება.
ხოშტარიას თქმით, არეულობა მათი მიზანი არ არის. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს, "ქართული ოცნებაა.“
"მსგავს არეულობაზე სპეკულაცია გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინ. მაშინ სააკაშვილის გეგმები არ ვიცოდი და ვიძახდი, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევდა არეულობას, იქნებოდა მიუღებელი. ჩვენ ვნახეთ, რომ სააკაშვილმა არცერთი წუთით არ ისარგებლა თავისი მხარდაჭერის ემოციებით და არანაირი არეულობა არ ყოფილა. პრაქტიკულად, ჩამოვიდა და ჩაბარდა. თუ ვინმე ამ ქვეყანაში არეულობას უწყობს ხელს, ეს არის "ქართული ოცნების“ ყოველდღიური ძალადობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. ხელისუფლებას ჰყავს სპეცრაზმი, პოლიცია და გვახსოვს, როდესაც აქციის ეშინოდათ, რკინის ჯებირები აღმართეს. იმის უნარი და რესურსი არ აქვთ, რომ როდესაც საპირწონეა ადამიანის სიცოცხლე, დაიცვან რაღაც კლინიკა? - მაშინ გამოაცხადონ, რომ სახელმწიფო არ არსებობს და უსაფრთხოების ფუნქციას საერთოდ ვერ ასრულებს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. არავის ინტერესში არ არის ის ძალადობრივი სპირალი, რომელშიც ხელისუფლებას შევყავართ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"ინტერპრესნიუსი"