15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის პერიოდში, "ფაიზერის“ ვაქცინაციის შემდგომი გართულების 892, "სინოვაკისას“ - 135, "სინოფარმისას“ - 309 და "ასტრაზენეკას“ 363 შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის პერიოდში, "ფაიზერის“ ვაქცინაციის შემდგომი გართულების 892, "სინოვაკისას“ - 135, "სინოფარმისას“ - 309 და "ასტრაზენეკას“ 363 შემთხვევა დაფიქსირდა

კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული 1 802 612 აცრიდან იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამი) 1699 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ლეტალური გამოსავალი 6 შემთხვევაში დადგა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის შუალედში "ფაიზერის“ ვაქცინაციისას 892 შემდგომი გართულებაა დაფიქსირებული, "სინოვაკისას“ 135, "სინოფარმისას“ 309 და "ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისას 363 იშგამი დაფიქსირდა.

იშგამების ყველაზე მეტი 30.1% 60+ ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.

ამასთან, აცრის შემდგომი გართულების 1 699 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 180 შემთხვევა, რომელთაგან ჰოსპიტალიზებულია 156 პაციენტი (44- სტაციონარი, 112- ამბულატორია) ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 6 შემთხვევაში (სტაციონარში - 5, ბინაზე - 1), ხოლო სერიოზული იშგამების წილი - 0,01%-ია.

დოკუმენტის მიხედვით, 6 ლეტალური შემთხვევიდან 5 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის მიერ განხილულია იშგამის 102 შემთხვევა: იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი - 60; არათავსებადი - 29; გაურკვეველი - 12.

ყველაზე ხშირად აღრიცხული იშგამებისას დაფიქსირდა მათ შორის, ჯამში 9 სავარაუდო ანაფილაქსიის შემთხვევა, 213 ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მატების 360 შემთხვევა და სხვ.