გორში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს
გორში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკა "გორმედშია" გადაყვანილი.
სამედიცინო ცენტრის პასუხისმგებელი ქირურგის ინფორმაციით, პაციენტს სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, არცერთი დაზიანება შემავალი არ არის და დაზიანებული არ აქვს შინაგანი ორგანოები, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"