"სუს-ი "ჭორბიუროდ" გადაიქცა. ეს ჭორები ბიძინას მოუყვნენ, რომ იქნებ მშვიდად დაიძინოს" - კვირის პალიტრა

"სუს-ი "ჭორბიუროდ" გადაიქცა. ეს ჭორები ბიძინას მოუყვნენ, რომ იქნებ მშვიდად დაიძინოს"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს-ი "ჭორბიუროდ" არის გადაქეული.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ჭორბიუროდ" გადაიქცა და შესაბამისად, ჭორიკნებზე სერიოზული კომენტარი მე არ შემიძლია. ძირითადად ჭორაობენ, ეს ჭორები ბიძინას მოუყვნენ, რომ იქნებ მშვიდად დაიძინოს",- განაცხადა ხებეიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

მათივე ცნობით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

"ინტერპრესნიუსი"