მამაკაცი, რომელიც რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელიც რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას ადგილზე უწევდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"