"ახალგაზრდები მოვიდნენ შესვლა უნდოდათ ტაძარში, პოლიციელები გადაუდგნენ გზაზე" - მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ხმაური იყო
მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
"ახალგაზრდები მოვიდნენ შესვლა უნდოდათ ტაძარში, პოლიციელები გადაუდგნენ გზაზე და არ შეუშვეს ისინი. ამ დროს მოხდა შეხლა-შემოხლა, როგორც დავინახე 7 ახალგაზრდა გაიყვანეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მარიამ კიკალეიშვილი.
დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა. განსხვავებით წინა დღეებისგან, ჭიშკარი მრევლისთვის დილიდან ღია იყო.
"ინტერპრესნიუსი"