"ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება, ეკლესიას ვერავინ მოერევა" - კვირის პალიტრა

"ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება, ეკლესიას ვერავინ მოერევა"

კვლავ აღდგა ეკლესიის ძალმოსილება, ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება, ეკლესიას ვერავინ მოერევა, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, სახლინოს მამათა მონასტერი მძიმე ვითარებისგან გათავისუფლდა.

"კვლავ აღდგა ეკლესიის ძალმოსილება და ჩვენ ერთობლივად ვასრულებთ საკვირაო წირვას, რომელიც ყველანაირი შეზღუდვისგან თავისუფალია და ტარდება ისე, როგორც არის ჩასატარებელი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება. ეკლესიას ვერავინ მოერევა. ვერც თვითნებურად შემოჭრილი ადამიანები, ვერც ადამიანები, რომლებიც იყვნენ,ცხოვრობდნენ და განუდგნენ ღმერთს და განუდგნენ უფალს.

პატრიარქს აგინებ, ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის ბრძოლა სიწმინდისთვის, რეალურად ეს არის ბრძოლა თავისი უგუნურობით ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ. უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის და მთლიანად, ეკლესიის დიდი მოთმინებით, ყველა ცდილობდა, რომ ეს ადამიანები არ დაკარგულიყვნენ ეკლესიის წინაშე, თუმცა, მრავალი მოქმედების მიუხედავად, რაც იყო მიმართული იმისკენ, რომ ისინი უფლისკენ მოტრიალებულიყვნენ, წმინდა ეკლესია ეღიარებინათ და სულიწმიდის მადლით მოქმედებები წმინდა სინოდისა მიეღოთ, როგორც სახელმძღვანელო მათი ცხოვრებისა, მოხდა ისე, რომ საპირისპიროდ გააკეთეს ყველაფერი. მათთვის სამწუხაროა და ჩვენთვისაც, რომ ისინი ამ მდგომარეობაში არიან, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ უფალმა მისცა ძალა თავის ეკლესიას, კლავ გამოეჩინა თავისი ძალა, არა ფიზიკური ძალა, არამედ სულიერი ძალა, რომლითაც ვითარება განიკურნა.

მათთვისაც, ვინც მადლს და სიხარულს ეწინააღმდეგება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხადი გახდება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი ეკლესია, რამხელა მძიმე ვითარებისგან მოხდა მისი გათავისუფლება.

განხეთქილება ეკლესიაში არასდროს არ არის ღვთისგან, განხეთქილება ყოველთვის ბოროტისგან ხდება. სახე ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, თქვენ დაინახეთ არაერთხელ და ვთქვათ, უსამართლოდ ვინც არის დასჯილი, მაგალითად იოანე ოქროპირი, ხომ ვიცით, იოანე ოქროპირი როცა დაისაჯა უსამართლოდ, იმას კი არ დაუწყია ბრძოლა და ომი, ჩხუბი და წყევლა, მან თხოვა მრევლს, რომ არ ყოფილიყვნენ ამბოხებულნი. თვითონ გაიპარა, იმიტომ, რომ ზედმეტი შფოთი არ გამოეწვია. დაჯდა იმათთან ერთად, ვინც მის წინააღმდეგ მოქმედებდა, დაემორჩილა ხელისუფლებას და საეკლესიო გამგეობას და წავიდა და გაამართლა იგი უფალმა და ყველამ დაინახა, რომ ის მართალია. ვიცით ჩვენ მაქსიმე აღმსარებელი და კიდევ ბევრი, ვინც სიწმინდისთვის იბრძოდა, ის ურჩობაში არ ყოფილა და არ ებრძოდა ასეთი წყევლა-კრულვით, ჩხუბით და აყალმაყალით წმინდა ეკლესიას. ის ემორჩილებოდა გადაწყვეტილებას, თუმცა მე ვამბობ, რომ აქ არაფერი უსამართლო არ ყოფილა. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ თუ შენ სიწმინდისთვის იბრძვი, როგორ იქცევი და აქედან გამომდინარე ჩანს ყველაფერი აშკარად.

როდესაც წყევლი ადამიანებს და უწყევლი მათ შვილებს, ამ დროს შენ სასულიერო პირობა გინდა, ეს უცნაურია. ეკლესიამ შეიძლება ანათემას გადასცეს ვინმე, მაგრამ ანათემაზე გადაცემა წყევლა არ არის ამ დროს. არის ეკლესიიდან მისი განდევნა. აქ ანათემა არ ყოფილა გამოყენებული და არც წყევლა არ არის, თუნდაც ყოფილიყო ანათემა გამოყენებული. ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ სასულიერო პირობას განვარიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინ ეკლესიას ებრძოდა. მაგრამ როდესაც ისინი, გინება ცალკე იყოს და წყევლიან ადამიანებს, სასულიერო პირი როცა ხარ შენ, შინაგანად თუ გრძნობ თავს სასულიერო პირად, ამ შემთხვევაში შენ არ შეგიძლია, რომ ვინმე დაწყევლო. წყევლა-კრულვა არ არის ეკლესიური წესი, ამიტომ ყველამ იცოდეს, ვინც დაიწყევლება უსამართლოდ, ქრისტეს ჯვრით ყველა გათავისუფლებულია ამ წყევლა-კრულვისგან.

ჩვენ ვთხოვეთ უწმინდეს პატრიარქს გუშინ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის ილოცონ, ვინც დაწყევლეს ამ უკეთურებმა და გადავეცით მათი სახელი და გვარები. ჩვენც მოვიხსენიებთ და უწმინდესის პირად ლოცვებში და მის მიერ ჩატარებულ მსახურებებში ეს ხალხი მოიხსენიება. ასე რომ, არავითარი ძალა ამ წყველას, უაზრო მოქმედებების შედეგად, ვითომ სასულიერო პირები, გადაცმულები სასულიერო ფორმაში რაღაცას რომ ამბობენ, ვინმეს ნუ შეეშინდება. უფლის მადლი მოქმედებს და უფლის ძალა დაიფარავს“, - განაცხადა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანემ ქადაგებისას.

"ინტერპრესნიუსი"