2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "არ აგარევინებთ!" მიმდინარეობს
2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "არ აგარევინებთ!" მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა "აი იას" დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).
აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მათთვის 7 ნოემბერი სისხლიან რეჟიმთან ასოცირდება და ადგილზე შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
აქციაზე იმყოფებიან როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.
ამ წუთებში, მოქალაქეებს მომღერალი გია გაჩეჩილაძე მიმართავს.
პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე კი საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
"ინტერპრესნიუსი"