განკვეთილი სასულიერო პირი აცხადებს, რომ დაეკარგა ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, რომელსაც კელიაში ინახავდა - კვირის პალიტრა

განკვეთილი სასულიერო პირი აცხადებს, რომ დაეკარგა ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, რომელსაც კელიაში ინახავდა

განკვეთილი სასულიერო პირი, მამა ანანია აცხადებს, რომ ძვირფასეულობა დაეკარგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებს კელიიდან პირადი ნივთების გამოტანის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ყუთი, რომელშიც ძვირფასეულობა იდო, ცარიელი დახვდა.

"შევედი ჩემი პირადი ნივთების გამოსატანად. კელიაში მქონდა ჩემი ოჯახის, ძვირფასი, ნივთები, რადგან ჩემი ოჯახი არ იმყოფება აქ, ნივთებს ვინახავდი კელიაში, ჩაბარებული მქონდა წინამძღვრისთვის, მაგასთან მაქვს საქმე",- განაცხადა მამა ანანიამ.

შეგახსენებთ, განკვეთილი სასულიერო პირები ცოტა ხნის წინ სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე შევიდნენ, რათა პირადი ნივთები გამოეტანათ.