"მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო" - კვირის პალიტრა

"მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო"

მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო - ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო.

"მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. და რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისა და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს და საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო