"მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია"

მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მონახულების შემდეგ განაცხადა.

მეუფის შეფასებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ჰუმანური და საჭიროა. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

"მე ვიმყოფებოდი სულ თავიდან საპყრობილეში, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. ვნახე სრულად ჯანმრთელი, ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, რაც მე შევატყვე, ოღონდ ძალიან დასუსტებულია.

კლინიკაში გადაყვანაზე ვფიქრობ, რომ ადამიანურია, ჰუმანურია და საჭიროა. ის მძიმე სტრესის ქვეშ არის, 40 დღეა მარხულობს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა აგოს თავის დანაშაულზე პასუხი, მაგრამ განსჯა უნდა იყოს ადეკვატური", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

"ინტერპრესნიუსი"