პარლამენტის ეზოში რამდენიმე ავტობუსით საპოლიციო ძალები შეიყვანეს - კვირის პალიტრა

პარლამენტის ეზოში რამდენიმე ავტობუსით საპოლიციო ძალები შეიყვანეს

პარლამენტის ეზოში შსს - ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. საპოლიციო ძალები ეზოში რამდენიმე ავტობუსით შეიყვანეს.

პარლამენტის ეზოში ასევე არის სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადა.

ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილიდან აღმართულია რკინის ჯებირი.

"ნუ გიკვირთ ეს საქართველოში, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის სტანდარტი. კარგად გვახსოვს პარლამენტის შესასვლელს კი არა, ერთი კილომეტრის ფარგლებში კეტავდნენ ყველანაირ შესასვლელს კონგრესის შენობასთან და ეს მოხდა რამდენჯერმე ბოლო რამდენიმე თვეში,"- განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან.

"ინტერპრესნიუსი"