რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა? - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის პირველი კომენტარი
საქართველოს ყოფილი პერზიდენტის მიხეილ სააკაშილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ყიფშიძე აცხადებს, კონსილიუმი ყოფილ პრეზიდენტს არ შეხვედრია, ვინაიდან, ამის სურვილი სააკაშვილს არ ჰქონდა, ექიმებმა კი გადაწყვეტილება ანალიზების საფუძველზე მიიღეს.
"კონსილიუმი გვქონდა და კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაყვანილი იქნეს გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში - გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში.
მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშილს კონსილიუმთან შეხვედრა არ უნდა. მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, ბევრი მნახველიაო", - განაცხადა ყიფშიძემ.
მისივე თქმით, საუბარი გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ არის და ეს რეკომენდაცია კონსილიუმს არ გაუცია.
იხილეთ ვიდეო