ცნობილია, სად გადიყვანეს მიხელ სააკაშვილი - პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ცნობილია, სად გადიყვანეს მიხელ სააკაშვილი - პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან

დაკავშირებით ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", -ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"