გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა.როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები.შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს."ინტერპრესნიუსი"