"მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა"

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა, - ამის შესახებ თჰე Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

"არ მიყვარს ჩემი საყვარელი საქართველოს შესახებ შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. იქამდე, სანამ ის დაკავებულია, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა. ის იმსახურებს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ლუკ კოფიმ.

"ინტერპრესნიუსი"