"რაც ახლა ხდება, "ოცნებას" ესეც თუ შერჩა, ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება"
"რაც ახლა ხდება, ესეც თუ შერჩა "ქართულ ოცნებას", ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება, არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან აღარ ექნებათ პრობლემა", -ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროტესტი მასობრივი უნდა გახდეს.
"ნებისმიერს დასჯიან და თან უმარტივესად, აღარაფერს ვამბობ რიგით ადამიანებზე. დღეს ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკაზე.
მიშა სააკაშვილი მარტო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად კი არ უნდა დარჩეს, რასაც დღეს ასე წარმატებით ახერხებს "ქართული ოცნება", სააკაშვილის დაჭერა ქვეყნის თავისუფლებასთან უნდა ასოცირდეს. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ხალხი დააჯეროს, რომ მათი კეთილდღეობისთვის არის დღეს ბრძოლა. მხოლოდ პიროვნებისთვის პროტესტზე არ უნდა დავიდეთ და იდეისთვის ვიბრძოლოთ.
სააკაშვილი უნდა იქცეს იდეად, სადაც მერე ყველა ჩაერთვება, ამ შემთხვევაში იქნება პროტესტი ფართომასშტაბიანი და გამარჯვებისთვის განწირული, თორემ კონკრეტულად "ბიძინა ცუდია და მიშა კარგი", ეს ბრძოლა ფართომაშტაბიანი ვერასდროს გახდება. პროტესტი მასობრივი უნდა გახდეს და ჟღერადი.
სხვა შემთხვევში, ეს პროტესტი რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, " ოცნებისთვის" ამაზე კარგი არაფერია, რადგან "წარმატებულად" ახერხებენ მთავარი პრობლემებიდან აქცენტების გადატანას, თან ყველაფერს ისევ ოპოზიციას დააბრალებენ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
"ინტერპრესნიუსი"