გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი.

პანაშვიდები დღეს და ხვალ, პეკინის 14. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან",- წერს თეონა ჩარკვიანი "ფეისბუქზე".

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო.

დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).